ჯინსები ჯგუფში ვეძებთ კრეატიულ და მოტივირებულ სოციალური მედიის მენეჯერს/ფრილანსერს!

თუ მოგწონს მოდის ინდუსტრია, გაქვს ვიზუალური კონტენტის შექმნის უნარები და იცი, როგორ მართო ციფრული კამპანიები, მაშინ ეს როლი შენთვის არის.

ძირითადი მოვალეობები:
– ჯინსების სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram) ვიზუალური კონტენტის, ფოტოების, პოსტების და ვიდეოებისა/Reels-ების მომზადება.
– პოსტების და აქციების დაგეგმვა, განთავსება და რეკლამირება.
– Meta Business Suite-ის მეშვეობით რეკლამების (Ad Campaigns) გაშვება და მართვა.
– Facebook-ის და Instagram-ის ანალიტიკის ანალიზი Meta Business Suite-ში და შესაბამისი ზომების გატარება.

მოთხოვნები:
– ვიზუალური კონტენტის (ფოტო, ვიდეო) შექმნის და დამუშავების გამოცდილება.
– Meta Business Suite-თან მუშაობის გამოცდილება.
– კრეატიული აზროვნება და ვიზუალური დეტალების მიმართ ყურადღება.
– ბიზნეს გვერდების სოციალური მედიის მართვის გამოცდილება (სასურველია).
– კომუნიკაციის კარგი უნარი.

სამუშაო პირობები:
– გრაფიკი: სრულიად თავისუფალი და მოქნილი (ფიქსირებული სამუშაო საათების გარეშე).
– ლოკაცია: დისტანციურად.
– ანაზღაურება: საათობრივად – ნამუშევარი საათების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

ჯინსების სოციალური მედიის გვერდები:
Facebook
Instagram