https://jinsebi.ge/ („ვებგვერდი“) წარმოადგენს შპს „ლიზის“ საკუთრებას. შპს „ლიზი“ არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ს/ნ 205002539, მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 15.

ვებგვერდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან თქვენი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს. გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „სამომხმარებლო წესები და მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ და დარწმუნდეთ, რომ გესმით მისი შინაარსი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ამ „სამომხმარებლო წესებზე და მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე“ თანხმობას.

თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ „სამომხმარებლო წესებს და მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“, მაშინ არ გაქვთ უფლება, რომ ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ.

თუ გააგრძელებთ ვებგვერდის მოხმარებას ან შეუკვეთავთ ნებისმიერ პროდუქციას ჩვენთვის ეს იქნება „სამომხმარებლო წესებზე და მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე“ თანხმობის ტოლფასი.

სამომხმარებლო წესები

არ გაქვთ უფლება გაამრავლოთ, აწარმოოთ, განახორციელოთ დისტრიბუცია, გაყიდოთ, გააქირავოთ, გადასცეთ, გამოიყენოთ ნიმუშად, თარგმნოთ, შეცვალოთ, გადაამუშაოთ, დაშალოთ, შეადგინოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ აღნიშნული ვებგვერდი ან მისი რომელიმე ნაწილი, თუ არ გაქვთ ჩვენგან წერილობითი ფორმით მიღებული წინასწარი თანხმობა. არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია კომერციული ან სხვა საქმიანობისათვის მოგების მიღების მიზნით, თუ ნებადართული არ იქნება ჩვენი მხრიდან. ვიტოვებთ უფლებას, უარი განვაცხადოთ მომსახურების გაწევაზე, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში, და/ან შეკვეთა, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა/ან სხვა რელევანტური კანონმდებლობა ან/და მისი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომელიმე საიტზე ატვირთოთ, გაავრცელოთ, ან სხვა გზით გამოაქვეყნოთ ვებგვერდზე ისეთი შემადგენლობა, ინფორმაცია ან სხვა მასალა რომელიც: ა) არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას; ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად; ან გ) შეიცავს შეცდომებს, ვირუსებს, მახეებს, ან სხვა საზიანო კოდებსა და საკუთრებას.

ვებგვერდის გამოყენებისა და იდენტიფიცირებისათვის მომხმარებელს მიენიჭება პაროლი და პირადი ანგარიში. ჩვენ არ გვაკისრია ვალდებულება, რომ გამოვიძიოთ ავტორიზაციის პროცესი ან მისი წყარო. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მინიჭებული პაროლითა და პირადი ანგარიშით, ნებისმიერი სხვა პირი გაივლის სისტემაში ავტორიზაციას და მიიღებს სერვისს, ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ, მიუხედავად იმისა, ეს პირი ავტორიზებული იყო თქვენ მიერ, თუ არა. ამასთან შესვლა/მოხმარება გულისხმობს შეუზღუდავად ყოველგვარ კომუნიკაციას/გადაცემას/ ოპერაციას/ვალდებულებას (ეს ასევე მოიცავს ფინანსურ ვალდებულებებსაც), რომელიც განხორციელდა გვერდზე ამგვარი შესვლით ან გამოყენებით. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება, პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურობა. იმ შემთხვევაში, თუ შეიტყვეთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების არაავტორიზებული გამოყენების შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, უსაფრთხოების დარღვევის ან სხვა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

იმისათვის, რომ განახორციელოთ ვებგვერდის მეშვეობით პროდუქციის ყიდვა, აუცილებელია თქვენი პირადი მონაცემები, კონკრეტულად თქვენი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და მისამართი. ამასთანავე, მოგეთხოვებათ წარმოადგინოთ ინფორმაცია გადახდის დეტალების შესახებ, რაზეც აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ ის არის მოქმედი და ზუსტი.

პროდუქციის სურათები, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე არის საილუსტრაციო ხასიათის. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ფერები იყოს ზუსტად ასახული, არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია, რომ თქვენი კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულება ასახავს პროდუქციის რეალურ ფერს.

ყველა ტექსტი, გრაფიკა, ღილაკის გამოსახულება, სხვა გამოსახულება და პროგრამა, ეკუთვნის შპს „ლიზის“. ნებისმიერი შემადგენლობის შეგროვება, მოწყობა და გაერთიანება, რომელიც განთავსებულია ამ ვებგვერდზე, არის კომპანიის საკუთრება ან მასთან დაკავშირებული კომპანიების ან პროგრამის მომწოდებლების. შემადგენლობა, კრებული და პროგრამა, სამივე დაცულია საქართველოს და საერთაშორისო ინტელექტუალური სამართლის კანონმდებლობის თანახმად. „ჯინსები“ და სხვა ლოგო, ლოგოს დიზაინი, აღწერა, სლოგანი, სავაჭრო სახელი ან სიტყვა დარეგისტრირებულია, როგორც სავაჭრო ნიშანი, კომპანიის ან მისი მომსახურების მომწოდებლის, მასთან დაკავშირებული კომპანიის, მომწოდებლის ან მესამე მხარის მიერ. ჩვენი სავაჭრო ან მომსახურების ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, ჩვენი წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სავაჭრო ნიშანი ან მომსახურების ნიშანი ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სასაქონლო ან მომსახურების ნიშანი იმგვარად, რომ დაამციროთ ან შეურაცხყოფა მიაყენოთ ჩვენს რეპუტაციას.

იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით ან მომწოდებლის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციით, ვიტოვებთ, უფლებას, რომ ამ შემთხვევაში უარი ვთქვათ ან შევაჩეროთ შეკვეთა. ამ უფლებას ვიტოვებთ მაშინაც კი, როცა შეკვეთა დადასტურებულია ან გადახდა განხორციელებულია.

ათვითცნობიერებთ, რომ ამ ვებგვერდის მოხმარებაზე ვრცელდება საქართველოს ყველა რელევანტური სამართლებრივი აქტი, ინტერესთა კონფლიქტის პრინციპების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დავა წარმოიქმნება ვებგვერდის მომხმარებელსა და კომპანიას შორის.

თანხმობას აცხადებთ, რომ გამოვიყენებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივი დაცვის ყოველგვარ საშუალებას, ხელშეკრულების დარღვევისათვის. ამასთან, ყველა ხარჯი, რასაც კომპანია გასწევს, მათ შორის ადვოკატის ხარჯი, დაიფარება ხელშეკრულების დამრღვევის მიერ. კომპანია, იტოვებს უფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს სამართლებრივი დაცვის ფორმის არჩევა. ამასთანავე, ერთეულ შემთხვევაში, საკუთარი ნებით, სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე უარის თქმა, არ არის საფუძველი იმისა, რომ სხვა მსგავს დარღვევაზე კომპანიამ უარი განაცხადოს ამ მექანიზმის გამოყენებაზე.

ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც რაიმე სახით ეხება ვებგვერდს, პროდუქტს ან მომსახურებას გაყიდულს/მიწოდებულს გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტი გახდება ბათილი, ძალადაკარგული ან ნებისმიერი მიზეზით აღუსრულებელი, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად და ეს არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.

აღნიშნული ხელშეკრულება ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ცვლილება, ან/და დამატება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

​მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ამ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის თანახმად, ვებგვერდი გიწევთ მომსახურებას. ეს პოლიტიკა გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ პოლისით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ პოლისით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული პოლიტიკა ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ცვლილება, ან/და დამატება ძალაში შედის ვებგერდზე გამოქვეყნებისთანავე.

მომსახურების გაწევის მიზნით, ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, გვარით, ტელეფონის ნომრით, მისამართით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ.

პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიებს გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

ვებგვერდზე შესვლისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებულ გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვადასხვა სტატისტიკა.

„Cookies“ (ქუქის) არის ფაილების ერთიანობა მცირე რაოდენობის ინფორმაციით, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ანონიმური უნიკალური მაიდენტიფიცირებელი. ისინი იგზავნება თქვენ ბრაუზერზე ვებგვერდიდან, რომელსაც სტუმრობთ და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით იმეილზე: [email protected]