როგორ შევარჩიოთ ჯინსის ზომა?
ჯინსები ყოველდღიური გარდერობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია კომფორტისთვის და გარეგნობისთვის. სწორად შერჩეული ზომა და ფორმა თავს გაგრძნობინებთ უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შევარჩიოთ სწორი ჯინსის ზომა და ფორმა.
როგორ გავიზომოთ თავი ჯინსისთვის?
სწორი ზომის შერჩევის პირველი ნაბიჯი თქვენი სხეულის ზომების სწორად გაზომვაა. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა გაზომოთ თქვენი წელისა და შიდა ფეხის სიგრძის ზომები.
რა ზომებია საჭირო?
- წელის სიგრძე (ჰორიზონტალური ხაზი სურათში): ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზომა, რადგან ჯინსები უნდა გქონდეთ კომფორტულად მორგებული წელზე. წელის გასაზომად გამოიყენეთ სანტიმეტრიანი ლენტი და გაზომეთ წელის გარშემოწერილობა, ანუ ის ადგილი სადაც ჯინსები ჩვეულებრივ იკვრება.
- შიდა ფეხის სიგრძე (ვერტიკალური ხაზი სურათში): გაზომეთ შიდა ფეხის სიგრძე შიგნიდან — ფეხებს შორის წერტილიდან ქვემოთ, ფეხის შიდა ნაკერის გასწვრივ, ჯინსის ბოლომდე.

როგორ იკითხება ჯინსის ზომა? ამერიკული და ევროპული სისტემები
ჯინსების ზომების აღნიშვნა განსხვავდება ამერიკულ და ევროპულ სისტემებში.
ამერიკულ მოდელებში ზომა ჩვეულებრივ განისაზღვრება ორი რიცხვით — მაგალითად 34/32, სადაც პირველი რიცხვი მიუთითებს წელის ზომას, ხოლო მეორე — შიდა ფეხის სიგრძეს (inseam). ორივე მაჩვენებელი ინჩებშია მოცემული.
ევროპული სისტემა კი იყენებს ერთ რიცხვს, მაგალითად 44 ან 38, რაც წელის ზომას აღნიშნავს სანტიმეტრებში (დაახლოებით წელის გარშემოწერილობა გაყოფილი ორზე).
ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელ სისტემას იყენებს კონკრეტული ბრენდი, რადგან ერთი და იგივე ზომა სხვადასხვა ფორმატში განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს.
მაგალითად, როცა კაცის ჯინსის ეტიკეტზე წერია 34/32, ეს ნიშნავს რომ დიდი ალბათობით ამერიკული სისტემაა და ნიშნავს:
- პირველი რიცხვი (34) — წელის ზომაა, ინჩებში გაზომილი, რაც შეესაბამება დაახლოებით 86 სანტიმეტრს.
- მეორე რიცხვი (32) — შიდა ფეხის სიგრძეა (inseam), რომელიც შეადგენს დაახლოებით 81 სანტიმეტრს.
მომდევნო ცხრილები დაგეხმარებათ ზუსტად გაიგოთ თქვენი ჯინსის ზომა – ამერიკულ თუ ევროპულ ფორმატში.
ჯინსის ზომების ცხრილები
მამაკაცების ჯინსის ზომების ცხრილი – ამერიკული ჯინსის ზომა
| ზომა (წელის) – ამერიკული | წელის გარშემოწერილობა (სმ) |
|---|---|
| 28 | 70–73 სმ |
| 29 | 73–76 სმ |
| 30 | 76–78 სმ |
| 31 | 78–81 სმ |
| 32 | 81–83 სმ |
| 33 | 83–86 სმ |
| 34 | 86–89 სმ |
| 35 | 89–91 სმ |
| 36 | 91–94 სმ |
| 38 | 96–99 სმ |
| 40 | 101–104 სმ |
| 42 | 106–109 სმ |
| 44 | 111–114 სმ |
| ზომა (შიდა ფეხის) – ამერიკული | შიდა ფეხის სიგრძე (სმ) |
|---|---|
| 28 | 70–72 სმ |
| 29 | 72–74 სმ |
| 30 | 74–76 სმ |
| 31 | 76–79 სმ |
| 32 | 79–81 სმ |
| 33 | 81–84 სმ |
| 34 | 84–86 სმ |
| 35 | 86–89 სმ |
| 36 | 89–91 სმ |
| 38 | 94–97 სმ |
მამაკაცების ჯინსის ზომების ცხრილი – ევროპული ჯინსის ზომა
| ზომა (წელის) – ევროპული | წელის გარშემოწერილობა (სმ) |
|---|---|
| 40 | 70–73 სმ |
| 42 | 73–76 სმ |
| 44 | 76–81 სმ |
| 46 | 81–86 სმ |
| 48 | 86–91 სმ |
| 50 | 91–96 სმ |
| 52 | 96–101 სმ |
| 54 | 101–106 სმ |
| 56 | 106–111 სმ |
| 58 | 111–116 სმ |
| 60 | 116–121 სმ |
| ზომა (შიდა ფეხის) – ევროპული | შიდა ფეხის სიგრძე (სმ) |
|---|---|
| Short | 74–76 სმ |
| Regular | 79–81 სმ |
| Long | 84–86 სმ |
| Extra Long | 89–91 სმ |
ქალების ჯინსის ზომების ცხრილი – ამერიკული ჯინსის ზომა
ქალების ჯინსების ზომები განსხვავებულია მამაკაცის ზომებისგან — ისინი განსხვავებულად იზომება და სხეულის ფორმის შესაბამისად სხვა პროპორციებით იკერება.
ზომები განსხვავდება ისე პროპორციებში და ზომის განსაზღვრის წესშიც. მამაკაცის ჯინსები იკერება უფრო სწორი თეძოებისა და გრძელი უბის ამოჭრისთვის, ხოლო ქალის მოდელები გათვლილია თეძოების სიგანესა და მოკლე ამოჭრაზე.
მამაკაცის ზომები ჩვეულებრივ აღინიშნება ორი რიცხვით (მაგ. 34/32 – წელი და შიდა ფეხის სიგრძე ინჩებში), ხოლო ქალის ზომები უმეტესად ერთრიცხვიანია (მაგ. 28), რაც წელის ზომას მიუთითებს, თუმცა ზოგიერთ ბრენდში შეიძლება ორივე მაჩვენებელი — წელი და შიდა ფეხის სიგრძე — იყოს მითითებული, ისევე როგორც კაცებში.
თუნდაც წელის რიცხვი ემთხვეოდეს, ჯინსების ფორმა და მორგება განსხვავებულია, ამიტომ მამაკაცის და ქალის ზომები პირდაპირად ვერ შეედრება ერთმანეთს.
| ზომა (წელის) – ამერიკული | წელის გარშემოწერილობა (სმ) |
|---|---|
| 24 | 60–63 სმ |
| 25 | 63–66 სმ |
| 26 | 66–68 სმ |
| 27 | 68–71 სმ |
| 28 | 71–73 სმ |
| 29 | 73–76 სმ |
| 30 | 76–78 სმ |
| 31 | 78–81 სმ |
| 32 | 81–83 სმ |
| 33 | 83–86 სმ |
| 34 | 86–89 სმ |
| 35 | 89–92 სმ |
| ზომა (შიდა ფეხის) – ამერიკული | შიდა ფეხის სიგრძე (სმ) |
|---|---|
| 28 | 70–72 სმ |
| 29 | 72–74 სმ |
| 30 | 74–76 სმ |
| 31 | 76–79 სმ |
| 32 | 79–81 სმ |
| 33 | 81–84 სმ |
| 34 | 84–86 სმ |
| 35 | 86–89 სმ |
| 36 | 89–91 სმ |
| ზომა – ევროპული | წელის გარშემოწერილობა (სმ) |
|---|---|
| 32 | 60–63 სმ |
| 34 | 63–66 სმ |
| 36 | 66–69 სმ |
| 38 | 69–72 სმ |
| 40 | 72–75 სმ |
| 42 | 75–78 სმ |
| 44 | 78–81 სმ |
| 46 | 81–84 სმ |
| 48 | 84–89 სმ |
| 50 | 89–94 სმ |
დამატებითი რჩევები და დეტალები ზომის შერჩევისთვის
ჯინსის შერჩევისას აუცილებელია არამარტო თქვენი ზუსტი გაზომვები, არამედ ისიც, თუ რა სტილის და ფორმის ჯინსები გსურთ. რამოდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ზომისა და სტილის შერჩევაში:
- Stretch ჯინსები: თუ გსურთ კომფორტი და თავისუფალი მოძრაობა, შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს Stretch მასალით დამზადებული ჯინსების შერჩევა. ამ ჯინსებს ხშირად აქვთ ელასტიკური მასალა, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო თავისუფლად იგრძნოთ თავი.
- შიდა ფეხის სიგრძე: შიდა ფეხის სიგრძე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჯინსები სწორად გამოიყურებოდეს და ფეხებზე არ იყოს ძალიან გრძელი ან მოკლე. დარწმუნდით, რომ სწორად გაზომეთ თქვენი შიდა ფეხის სიგრძე, რათა თქვენი არჩევანი მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
- ფეხის ფორმა: ჯინსები შეიძლება იყოს სწორი, შევიწროებული ან ფართო ფორმის. სწორი ფორმის ჯინსები კლასიკურია და ტრადიციულ გარეგნობას გაძლევთ, შევიწროებული ჯინსები ხაზს უსვამს ფეხების სილუეტს, ხოლო ფართო ჯინსები თავისუფალ სტილს გთავაზობთ.
- ბრენდების განსხვავება: სხვადასხვა ბრენდები სხვადასხვა სტანდარტებს იყენებენ. ზოგიერთი ბრენდი უფრო ფართო ზომებს გთავაზობთ, ზოგი კი მჭიდრო ფორმებს. ყოველთვის სცადეთ რამდენიმე ბრენდის ჯინსები, რათა ნახოთ, რომელია თქვენთვის ყველაზე კომფორტული. მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრენდების ოფიციალური „გზამკვლევები“ როგორიც აქვს მაგალითად Levi’s: https://levi.pt/en/sizes
- მიზანმიმართული სტილი: გაითვალისწინეთ თქვენი საჭიროებები: გსურთ თუ არა ყოველდღიური, სამუშაო ან საღამოს ტანსაცმლის არჩევა. ყოველდღიური სტილისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო კომფორტული და თავისუფალი ფორმის ჯინსები, ხოლო უფრო ოფიციალური სიტუაციებისთვის მჭიდრო ან სწორი ჯინსები უკეთესი ვარიანტია.
ჯინსის სწორი ზომისა და ფორმის შერჩევა ბევრ დეტალს მოითხოვს, მაგრამ სწორად შერჩეული მოდელი თქვენს გარდერობს გახდის კომფორტულსა და სტილს. ამ ცხრილების და რჩევების დახმარებით, თქვენ მარტივად შეძლებთ იდეალური ჯინსის პოვნას, რომელიც თქვენს სხეულს საუკეთესო ფორმას მისცემს.
თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს ზომაში ან გჭირდებათ რჩევა სწორი ფორმის არჩევისას, ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან ზუსტი ზომის შერჩევაში.

