ჯინსების მოვლა მნიშვნელოვანია, თუ გსურთ, რომ თქვენმა საყვარელმა ტანსაცმელმა დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა, ფერი და ხარისხი. სწორი მოვლა იცავს ქსოვილს დაზიანებისგან და ზრდის მის გამძლეობას. ქვემოთ ნახავთ 5 მარტივ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ჯინსების სწორად მოვლაში.

1. ჯინსები გარეცხეთ იშვიათად

სხვა ტანსაცმლისგან განსხვავებით, ჯინსების გარეცხვა მხოლოდ მაშინ არის საჭირო როდესაც ლაქები ეტყობა. ჯინსები ზოგადად მარტივად არ ისვრება და სუნსაც არ იკიდებს. ჯინსების ხშირი რეცხვა ამცირებს ქსოვილის გამძლეობას და ფერს. თუ ჭუჭყი მხოლოდ ზედაპირულია, ხელით გაწმენდა საკმარისია.

2. ჯინსების რეცხვა ცივ ან ნელთბილ წყალში (მაქს. 30°C)

ჯინსების მოვლაში წყლის ტემპერატურა გადამწყვეტ როლს თამაშობს. როდესაც ჯინსებს რეცხავთ, აუცილებლად გამოიყენეთ ცივი ან ნელთბილი წყალი. გარეცხვის წინ ყოველთვის ამოაბრუნეთ ჯინსები რომ არ მოხდეს ქსოვილის გახეხვა. ცხელ წყალში რეცხვა იწვევს ქსოვილის დაზიანებას და ფერის დაკარგვას. ხელით რეცხვისას გამოიყენეთ ნელთბილი წყალი და მცირე რაოდენობა სარეცხი საშუალება. ხოლო მანქანით რეცხვისას – მიუთითეთ მაქსიმუმ 30 გრადუსი და ჩაყარეთ მცირე რაოდენობა სარეცხი საშუალება. დამარბილებლების გამოყენება რეკომდენირებული არ არის.

3. ჯინსები გააშრეთ სწორად

ჯინსების მოვლაში გაშრობაც მნიშვნელოვანია. მზეზე ჯინსების დიდი ხანი გაშრობა იწვევს მის გაუფერულებას. უმჯობესია, ჯინსები სახლში, ოთახის ტემპერატურაზე გააშროთ და არ გამოიყენოთ საშრობი მანქანა. არასოდეს გადააფინოთ ჯინსები რადიატორზე ან სხვა ცხელ ზედაპირზე რადგან ამით ჯინსები ფორმას დაკარგავს.

4. გამოიყენეთ ოპტიმალური სარეცხი საშუალება

ჯინსების მოვლისას აირჩიეთ ნაზი სარეცხი საშუალებები ფერმენტებისა და ქიმიური დანამატების გარეშე. საუკეთესო შემთხვევაში გამოიყენეთ სარეცხი საშუალება რომლებიც სპეციალურად დენიმისთვის (ჯინსებისთვის) არის განკუთვნილი.

5. მიმართეთ პროფესიონალურ სერვისს

თუ ჯინსები დაზიანდა, ან მნიშვნელოვნად გაჭუჭყიანდა, მიმართეთ პროფესიონალურ ქიმწმენდის სერვისს. ისინი უზრუნველყოფენ ტანსაცმლის სწორად გაწმენდას და ხარისხის შენარჩუნებას.

ამ წესების საშუალებით, თქვენი საყვარელი ჯინსები წლების განმავლობაში გაგიძლებთ. იშვიათად გარეცხვა, ცივი წყლის გამოყენება, მზეზე არ გაშრობა და მინიმალური რაოდენობა სარეცხი საშუალების გამოყენება ხელს შეუწყობს ჯინსების სტრუქტურის, ხარისხის და ფერის შენარჩუნებას. საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალური ქიმწმენდის სერვისების გამოყენება კიდევ უფრო გაზრდის ქსოვილის გამძლეობას. ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენი ჯინსები დიდხანს შეინარჩუნებს ახალივით იერსა და კომფორტს.

თუ დამატებითი რჩევები გსურთ ჯინსების მოვლასთან დაკავშირებით, ეწვიეთ ჩვენს მაღაზიებს „ჯინსებს” ან „ლი კუპერს“ — ჩვენი კონსულტანტები გაგიწევენ პროფესიულ რეკომენდაციას, რათა თქვენი ჯინსები ყოველთვის იდეალურ ფორმაში იყოს.