მოკლე შეჯამება

  • თავისუფალი სტილის ჯინსი, ვიწრო და სწორ მოდელებთან შედარებით, წელს ქვემოთ უფრო ფართოა და მოძრაობას არ ზღუდავს
  • ამ სტილზე მოთხოვნა 2022 წლიდან სწრაფი ტემპით იზრდება — აღმოსავლეთ ევროპაში მაჩვენებელი 34%-ით გაიზარდა(Euromonitor International, 2025)
  • ეს მოდელი იდეალურია სპორტული აღნაგობის, კომფორტის მოყვარული და 30 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის.
  • ეს მოდელი იდეალურია დასვენების დღეებისა და თავისუფალი, სპორტული სტილისთვის შესაფერისი გარემოებებისათვის.
  • მუქი ფერის თავისუფალი მოდელი, პიჯაკთან ერთად, საქმიან გარემოსაც კი იდეალურად ეხამება

როგორია თავისუფალი სტილის ჯინსი?

მამაკაცის თავისუფალი სტილის ჯინსი #1

თავისუფალი სტილის ჯინსი ზედა ნაწილში უფრო განიერია, ვიდრე სწორი ან მომდგარი მოდელები, რაც მოძრაობას ბევრად კომფორტულს ხდის. ტოტები ბოლომდე თითქმის ერთი ზომისაა ან ოდნავ ვიწროვდება, მაგრამ ფეხზე მომდგარი არ არის.

Rვიწრო შარვლებისგან განსხვავებით, რომლებიც მთელ სიგრძეზე ტანზეა მომდგარი, თავისუფალი სტილის შარვალი ზემოთ უფრო ფართოა და მოძრაობას არ ზღუდავს. სწორ მოდელთან შედარებით განსხვავება მცირეა, თუმცა შესამჩნევი: თავისუფალი სტილის შარვალი ზედა ნაწილში, როგორც წესი, 2–4 სანტიმეტრით უფრო ფართოა.

ეს მოდელი არჩევანის წინაშე არ გაყენებთ — ის გვაჩვენებს, რომ კომფორტი და სტილი სრულად თავსებადია


რატომაა თავისუფალი სტილი კვლავ აქტუალური 2026 წელს?

ბოლო რამდენიმე წელია, მამაკაცის ჩაცმულობაში თავისუფალმა მოდელებმა კვლავ მოწინავე ადგილი დაიკავა. Euromonitor International-ის (2025) მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფალი და სწორი სტილის ჯინსები მამაკაცის ტანსაცმლის ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიაა — 2022 წლიდან ამ მოდელების გაყიდვები 34%-ით გაიზარდა

ეს ტენდენცია პანდემიის შემდგომ დამკვიდრებულ იმ საერთო განწყობასთანაა დაკავშირებული, სადაც მთავარი ადგილი კომფორტმა დაიკავა. McKinsey Global Fashion Index-ის (2024) თანახმად, მამაკაცების 58% ამბობს, რომ ჯინსის შერჩევისას კომფორტსა და სტილს შორის ოქროს შუალედს ეძებს — 2019 წელს ასე მხოლოდ 41% ფიქრობდა.


თავისუფალი, სწორი თუ განიერი? — როგორ შევარჩიოთ სასურველი მოდელი

მამაკაცებს ხშირად ერთმანეთში ერევათ თავისუფალი, სწორი და განიერი მოდელები. მართალია, სამივე მათგანი ფართო სტილისაა, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა.

სწორი მოდელი წელიდან ბოლომდე ერთი სიგანისაა. ეს არის კლასიკური, დახვეწილი სტილი, რომელიც ნებისმიერი აღნაგობის მამაკაცს უხდება.

თავისუფალი მოდელი ზედა ნაწილში სწორ შარვალზე 2–4 სანტიმეტრით უფრო ფართოა. ქვემოთ ის ან თანაბარ სიგანეს ინარჩუნებს, ან ოდნავ ვიწროვდება.

განიერი მოდელი წელიდან ტოტებამდე ფართოა. მას მკვეთრად გამორჩეული ფორმა აქვს, რაც 90-იანი და 2000-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ხელწერას ატარებს . ეს მოდელი ნაკლებად შეეფერება საოფისე ან ოფიციალურ გარემოს.

ფასონიფეხის ზედა ნაწილიქვედა ნაწილიფორმალობა
მომდგარივიწროვიწროფორმალური
სწორისაშუალოსაშუალოსაშუალოდ ფორმალური
თავისუფალიფართოსაშუალოსაშუალოდ ფორმალური
განიერიძალიან ფართოფართოარაფორმალური

ცხრილი 1: კაცის ჯინსის მოდელების შედარება, 2026.


ვისთვის არის განკუთვნილი თავისუფალი სტილის ჯინსი?

მამაკაცის თავისუფალი სტილის ჯინსი #2

სპორტული აღნაგობის მამაკაცებისთვის

თავისუფალი სტილი პირველ რიგში ათლეტური აღნაგობის მამაკაცებისთვის შეიქმნა. მომდგარი შარვალი კუნთოვან ფეხზე ხშირად ზედმეტად მომდგარია, რაც დისკომფორტს ქმნის.თავისუფალი მოდელში ეს პრობლემა დამატებითი სივრცითაა გადაჭრილი ისე, რომ სამოსმა პირვანდელ ფორმა და სილუეტს შეინარჩუნოს.

30 წელს გადაცილებული მამაკაცები

Cotton Incorporated Lifestyle Monitor-ის (2023) მონაცემებით, 35-54 წლის მამაკაცებში თავისუფალი და სწორი სტილი ორჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე ვიწრო შარვლები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასაკთან ერთად მთავარი პრიორიტეტი მოხერხებულობაა.

ყოველდღიური, აქტიური მოხმარება

მათთვის, ვისაც ჯინსის ტარება ზედიზედ 8–10 საათის განმავლობაში უწევს — იქნება ეს სამსახური, რაიმე სახის აქტივობა თუ მოგზაურობა — თავისუფალი მოდელი საუკეთესო გამოსავალია, რადგან ის მთელი დღის განმავლობაში კომფორტული სახმარია.

საუკეთესო კომპლიმენტი ტანსაცმლისთვის ის არის, როცა მას იცვამ და საერთოდ აღარ გახსენდება


თავისუფალი სტილის ჯინსის 4 კომბინაცია

მამაკაცის თავისუფალი სტილის ჯინსი #3

კომბინაცია 1 — დასვენების დღიისტვის: ლურჯი თავისუფალი ჯინსის მოდელი, სადა თეთრი მაისური და სქელძირიანი ბოტასები — უმარტივესი და ყველაზე ეფექტური კომბინაცია.

კომბინაცია 2 — სპორტული და თავისუფალი სტილი: თავისუფალი მოდელის მუქი ლურჯი ჯინსი, ელვაშესაკრავიანი ჰუდი და სპორტული ფეხსაცმელი — სრული კომფორტი და მოწესრიგებული იერი.

კომბინაცია 3 — საზაფუხულო სტილი: ღია ლურჯი თავისუფალი მოდელის ჯინსი, პერანგი და ლოფერები — ყველაზე ჰაეროვანი კომბინაცია ცხელ ამინდში.

კომბინაცია 4 — ნახევრად ფორმალური: მუქი ლურჯი თავისუფალი მოდელის ჯინსი + პიჯაკი + პერანგი+ ჩელსის ჩექმები. ეს კომბინაცია საოფისე სტილისთვის სავსებით შესაფერისია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჯინსები ოფისში.


თავისუფალი სტილის ჯინსის მოვლა

თავისუფალი სტილის ჯინსი, ქსოვილის დიდი მოცულობის გამო, განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.

  • გარეცხეთ გამობრუნებული, ცივ წყალში (მაქს. 30°C).
  • გააშრეთ ბუნებრივად — საშრობი თავისუფალი სტილის ჯინსს ფორმას უფუჭებს.
  • მოათავსეთ საკიდზე – დაკეცვით იოლად იჭმუჭნება.

მოვლასთან დაკავშირებული ვრცელი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჯინსების მოვლა: 5 რჩევა.


სად შევიძინოთ მამაკაცის თავისუფალი სტილის ჯინსები?

Jinsebi.ge-ზე განსაკუთრებით გამოირჩევა ორი მოდელი — Lee Cooper Buggy და Wrangler Arizona Straight Fit, რომელიც სწორი მოყვანილობით თავისუფალი სტილის ჯინსთან ყველაზე ახლოსაა. სრული ასორტიმენტი ხელმისაწვდომია კაცის ჯინსების კოლექციაში, უფასო მიწოდებით მთელ საქართველოში.


ხშირად დასმული კითხვები

კითხვა: თავისუფალი სტილისა და ფართო სტილის ჯინსი ერთი და იგივეა? პასუხი: არა. თავისუფალი სტილის ჯინსი ბარძაყთან მეტ სივრცეს ტოვებს, თუმცა ფორმას ინარჩუნებს. ფართო სტილის მოდელი კი ბარძაყიდან ტოტამდე მკვეთრად განიერია.

კითხვა: შეიძლება თავისუფალი სტილის ჯინსი ოფისში ჩაცმა? პასუხი: დიახ, თუმცა მხოლოდ მუქი ფერის, პიჯაკთან და ტყავის ფეხსაცმელთან შეხამებით. თავისუფალი სტილი ნაკლებად ოფიციალური მოყვანილობისაა, ამიტომ სხვა ელემენტებმა მთლიანი იერი უნდა “განამტკიცონ”.

კითხვა: როგორ აღნაგობას უხდება თავისუფალი სტილის ჯინსი? პასუხი: თავისუფალი სტილის ჯინსი ნებისმიერი აღნაგობისთვისაა. მთავარია ზუსტი ზომის შერჩევა — რადგან ეს მოდელი თავისთავად განიერია, ზომაში აცდენის შემთხვევაში ფორმას კარგავს. ზომის სწორად შესარჩევად ინფორმაციისათვის, იხილეთ ჩვენი ჯინსის ზომის გზამკვლევი.

კითხვა: მოდაშია თუ არა თავისუფალი სტილის ჯინსი? პასუხი:დიახ. 2022–2026 წლებში თავისუფალი სტილი კაცის მოდაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

კითხვა: რა განსხვავებაა თავისუფალ და სწორ სტილებს შორის? პასუხი: თავისუფალი მოდელი ბარძაყთან 2–4 სმ-ით უფრო განიერია, ვიდრე სწორი. სწორი სტილის ჯინსი წელიდან ტოტებამდე ერთი სიგანისაა და ვერტიკალურ ხაზს ქმნის, თავისუფალი კი დამატებით ადგილს ტოვებს, რაც მოძრაობას უფრო მოსახერხებელს ხდის.

კითხვა: როგორი ფეხსაცმელი უხდება თავისუფალ სტილს? პასუხი: სქელძირიანი ბოტასები, ჩელსის ჩექმები, სამუშაო ჩექმები და კლასიკური თეთრი კედები. ვიწრო, წვეტიანი ფეხსაცმელი თავისუფალ ფასონს ვიზუალურად არ უხდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *